22:12 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-23 17:53:06, 379 ნახვა

პოლიტიკა
ვალესა და ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტ „ვალესა“ და ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სგპ „ვალეს“  ტერიტორიაზე თურქეთიდან  ლიბანის მოქალაქე კ.ნ. შემოვიდა, რომელსაც შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ეჭვის საფუძველზე ხელბარგის დათვალიერებისას  ნარკოტიკული ნივთიერების  შემცველი მედიკამენტი, 28 აბი  სოლფადეინი (Solpadeine)  აღმოუჩინეს.  იმავე დღეს, სგპ „ბათუმის აეროპორტში“ რეისით სტამბული-ბათუმი, საქართველოს  მოქალაქე  ი. გ. შემოვიდა. მას ხელბარგში  ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი 34 აბი ლირიკა (LYRICA)- 34 უპოვეს.

საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით   შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარ  სამმართველოსა და აჭარის საგამოძიებო სამსახურს გადაეცათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics