00:53 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-23 11:37:33, 462 ნახვა

საზოგადოება
„დედამიწის დღესთან“ დაკავშირებით 11 დაცული ტერიტორიის დაარსებიდან 12 წლის იუბილე აღნიშნეს

საგამოფენო  ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ “დედამიწის დღესთან” დაკავშირებით,  11 დაცული ტერიტორიის დაარსებიდან 12 წლის იუბილე აღნიშნეს. ღონისძიება დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით გაიმართა. 

2003 წლის 22 აპრილს პარლამენტის მიერ ძალაში შევიდა  საქართველოს კანონი  -„თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“, რომელიც  მოიცავს საქართველოს 8 ახალი დაცული ტერიტორიის შექმნასა და 3 არსებული დაცული ტერიტორიის გაფართოებას.

შეხვედრას სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ნათია კობახიძემ მოწვეულ სტუმრებს,  დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარებისთვის 2003 წლის პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მნიშვნელობაზე ესაუბრა და საქართველოს დაცულ ტერიიტორიებზე  მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics