2015-04-16 16:38:12, 547 ნახვა
საზოგადოება
ევროპის მასშტაბით საქართველოში შობადობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
ევროპის მასშტაბით საქართველოში შობადობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვებელი დაფიქსირდა.
ამის შესახებ ჯანმრთელობის, დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შობადობის ჯამური კოეფიციენტი 2,0 მეათედია.
„შობადობის ჯამური კოეფიციენტი არის 2,1. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში 2012 წელს ქვეყანაში ძალიან დაბალი შობადობა იყო. კატასტროფულად მაღალი მაჩვენებლი იყო აბორტების და ამ პერიოდისათვის შობადობის ჯამური მაჩვენებლი იყო1,6 მეათედი. ორი წლის მანძილზე ხელისუფლებამ განახორციელა თანმიმდევრული და ეფექტური პოლიტიკა“,-განაცხადა ხუნდაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან