02:04 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-15 15:59:25, 430 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში ეთნიკურად სომეხ და აზერბაიჯანელ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პარლამენტში ეთნიკურად სომეხ და აზერბაიჯანელ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. 

დაპირისპირების მიზეზი კი, პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სამოელ პეტროსიანის მიერ პირველი მსოფლიო ომის დროს თურქეთში მცხოვრები სომხების გენოციდის აღიარების მოთხოვნა გახდა. 

„თავის დროზე, დაგმობილი რომ ყოფილიყო  სომეხთა გენოციდი, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მსგავსი ტრაგედიები არ მოხდებოდა.  მიმაჩნია, რომ ასეთი დანაშაული არც ერთი ერის წინააღმდეგ არ უნდა განმეორდეს. მოვუწოდებ  ყველა დემოკრატიულ ქვეყანას, სადაც ჯერჯერობით არ არის დაგმობილი და შეფასებული ეს ისტორიული ფაქტი, აღიაროს ეს მოვლენა“, – განაცხადა სამოელ პეტროსიანმა. 

პეტროსიანის ამ მოთხოვნას ეთნიკურად აზერბაიჯანელი დეპუტატი, პარლამენტის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი  აზერ სულეიმანოვი გამოეხმაურა.

„ეს არ იყო გენოციდი, ეს იყო სამოქალაქო დაპირისპირება, სამოქალაქო ომი.  ამ ომში უფრო მეტი თურქები დაიღუპნენ, ვიდრე სომხები. 100 000–მდე აზერბაიჯანელი დახოცეს სომხებმა“, – აღნიშნა სულეიმანოვმა. 

ამასთან, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის მახირ დარზიევის შეფასებით, გენოციდის აღიარების საკითხის განხილვა სახელმწიფოებრივ ინტერესებში არ შედის. 

„გენოციდის აღიარება დაძაბავს ურთიერთობას მეზობელ თურქეთთან, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ნატო–ს წევრი ქვეყანაა“, – განაცხადა დარზიევმა.  

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა კი, დეპუტატებს მოუწოდა, პარლამენტში ამ თემის განხილვა აღარ გაგრძელდეს. 

„ეს თემა არ დაუკავშრდეს ოდნავ მაინც რაღაც ეთნიკურ დაპირისპირებას. ამოსავალი წერტილი ჩვენთვის, საქართველოს პარლამენტის ყველა წერვისათვის გახლავთ სწორედ ქართული სახელმწიფო და ქართულ სახელმწიფოში თანაცხოვრების ის უნიკალური ტრადიცია, რომელიც ჩვენ ამ წლების განმავლობაში შევქმენით“, – აღნიშნა წიკლაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics