12:28 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-14 11:53:58, 361 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს, როდესაც ქართულის ენის სტატუსს საფრთხე არ ემუქრება, ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ მას

„დღეს, როდესაც ქართული ენის სახელმწიფო სტატუსს საფრთხე აღარ ემუქრება, ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ მას“, - ამის შესახებ დედა ენის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. 

მისივე თქმით,  თითოეული ჩვენგანის ვალია გავუფრთხილდეთ და დავიცვათ ქართული ენის სიწმინდე.

„14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.

ამ დღეს, 1978 წლის 14 აპრილს, ქართველმა ხალხმა საბჭოთა რეჟიმის პირობებში გმირობის ტოლფასი ნაბიჯი გადადგა - როდესაც ქართული ენის სახელმწიფო სტატუსს საფრთხე დაემუქრა, უყოყმანოდ დაუპირისპირდა საბჭოთა რეპრესიულ მანქანას და ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. ქართველი ხალხის ერთსულოვნებამ და უკომპრომისო პროტესტმა საბჭოთა რეჟიმი აიძულა დათმობაზე წასულიყო.
ეს დღე იყო დასტური იმისა, რამდენად ძლიერი იყო ჩვენს ერში პატრიოტული სულისკვეთება, ეროვნული თვითშეგნება. ამ დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ ქართველი ხალხი არასოდეს დათმობდა თავის უმთავრეს ღირებულებებს.

ქართველმა ხალხმა დედაენას ძეგლი დაუდგა. დღეს, როდესაც ქართული ენის სახელმწიფო სტატუსს საფრთხე აღარ ემუქრება, ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ მას, დავიცვათ ენის სიწმინდე და ასე შევუნარჩუნოთ მომავალ თაობებს“,- ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics