2015-04-12 13:06:37, 395 ნახვა
საზოგადოება
პრემიერმა მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.
პრემიერმა მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
"ეს არის უდიდესი დღესასწაული ჩვენთვის, მართლმადიდებლებისთვის და მას განსაკუთრებით ველოდებით, რადგან ეს დღე ნიშნავს გამარჯვებას, სიკვდილისა და ბოროტების დამარცხებას. მინდა, ყველას მივულოცო დღევანდელი დღე, ვუსურვო ბევრი სიხარული, გამარჯვება, ფეხზე დადგომა და განახლება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან