08:06 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-27 11:00:57, 2209 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით 9 ათასი პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

თურქეთის პოლიციამ 9 ათასი თანამშრომელი მუსლიმ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით სამსახურიდან გაათავისუფლა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც პოლიციაში აცხადებენ, შესაბამისი გადაწყვეტილება ნაციონალური უსაფრთხოების ინტერების დაცვიდან გამომდინარე მიიღეს.

ცნობისთვის, გუშინ თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 1000-ზე მეტი სამარტალდამცველი დააკავეს. რეიდი 72 რაიონში ჩატარდა და ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ოპერაცია იყო.

უწყებაში აცხადებნენ, რომ რეიდი ფარული აგენტების დაკავებაზე იყო გათვლილი, რომლებსაც "ფარულ იმამებს" ეძახიან. 

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისში თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა, რის შედეგადაც 249 ადამიანი დაიღუპა, 2 200 კი მძიმედ დაშავდა. თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში მუსლიმ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს. გიულენი ამერიკის შტატ პენსილვანიაში ცხოვრობს და თურქეთი მის ექსტრადირებას უკვე რამდენიმე თვე ითხოვს. შტატები ექსტრადირებაზე უარს აცხადებენ. რაც შეეხება გიულენს ის ბრალს არ აღიარებს. გარდა ამისა, გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით დაიხურა ათობით სკოლა და უნივირსიტეტი, ასევე რამდენიმე მედია საშუალება. პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის განკარგულებით სამსახურიდან დაითხოვეს ათასობით ადამიანი, ამასთან 15 ათასამდე მასწავლებელი, 6 ათასამდე სამართალდამცველი და 100-მდე ჟურნალისტი დააპატიმრეს, გიულენთან კავშირის ბრალდებით. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 3 თვით გახანგრძლივდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics