2017-04-27 10:42:11, 2538 ნახვა
მსოფლიო
კალინინგრადში ტერორისტული დაჯგუფების 12 წევრი დააკავეს
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა კალინინგრადში ორგანიზაცია "ისლამური ჯიჰადი – ჰამაათ მოჯაჰედის" 12 წევრი დააკავეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ყველა პირი შუა აზიური ქვეყნის წარმომადგენელია. ისინი ტერორისტული ორგანიზაციის სასარგებლოდ პირების გადაბირებაში არიან ეჭვმიტანილი.
როგორც მედია წერს, დაჯგუფების ლიდერს უზბეკი სამართალდამცველები ეძებდნენ. მათი ექსტრადირება უახლოეს პერიოდში განხორციელდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან