პედრო აგრამუნტის პოზიცია თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 28 აპრილს გახდება ცნობილი
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პედრო აგრამუნტის პოზიცია თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 28 აპრილს გახდება ცნობილი.
აღნიშნულ საკითხზე საპარლამენტო ასამბლეაში დებატები დღეს დახურული ფორმატით გაიმართა, სადაც ასამბლეის წევრების ნაწილმა აგრამუნტის გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა დღეს განმარტა, რომ ოფიციალური ვიზიტით არაერთ კონფლიქტურ სახელმწიფოში ყოფილა, თუმცა სირიაში სტუმრობისას ის რუსულ გარემოცვაში აღმოჩნდა და სწორედ ამიტომ ბაშარ ალ-ასადთან მის შეხვედრას მედიაში არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა.