2017-04-24 18:53:57, 2335 ნახვა
მსოფლიო
„თალიბანმა“ ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ბაზასთან ავტომობილი ააფეთქა
ავღანეთის პროვინცია ხოსტისში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზასთან ავტომანქანა აფეთქდა, რომელშიც ბომბი იყო დამონტაჟებული, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა სამხედრო ბაზის შესასვლელთან აამოქმედეს.
მედიის ცნობით, ავღანეთის მოქალაქეებს შორის შესაძლოა დაშავებულები იყვნენ. აშშ-ის სამხედროები ინციდენტის შედეგად არ დაშავებულან. აფეთქება მოძრაობა "თალიბანის" მებრძოლეებმა განახორციელეს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მოძრაობა "თალიბანის" ბოევიკებმა ავღანეთში, სამხედროებზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც სულ მცირე 140 ჯარისკაცი დაიღუპა
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან