10:05 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-24 16:37:00, 2633 ნახვა

მსოფლიო
მოგერინი: იმედი მაქვს, ფრანგული და ევროპული დროშები ერთად დარჩებიან

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინი იმედს გამოტქვამს, რომ საფრანგეთისა და ევროკავშირის დროშები ერთად დარჩებიან, - ამის შესახებ ფედერიკა მოგერინიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„იმედი მაქვს, ფრანგული და ევროპული დროშები ერთად იქნება“,- განაცხადა მოგერინიმ.

როგორც მოგერინიმ აღნიშნა, ევროკავშირის წევრობა სუვერენიტეტის დაკარგვას არ ნიშნავს.

ცნობისთვის, უმაღლესი კომისარი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.  მან შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართა. დიპლომატებმა ტერორიზმთან ბრძოლაზე, სირიის კონფლიქტსა და რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. მეორე ტურში ქვეყნის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ემანუელ მაკრონი და პარტია „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი გავიდნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics