06:30 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-23 10:21:40, 2440 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ქვეყანაში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. 

საფრანგეთის 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 11 კანდიდატი  მონაწილეობს.  პარტია „აღსდექ, საფრანგეთოს“ ლიდერი ნიკოლა დიუპონ-ენიანი, „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი, პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის ლიდერი ემანუელ მაკრონი, მმართველი „სოციალისტური პარტიის“ კანდიდატი ბენუა ამონი, უკიდურესად მემარცხენე პარტია „მუშათა ბრძოლის“ პარტიის კანდიდატი ნატალი არტო, „ახალი ანტიკაპიტალისტური პარტიის“ ლიდერი ფილიპ პუტუ, „სოლიდარობისა და პროგრესის“ პარტიის დამფუძნებელი ჟაკ შემინადი, ცენტრისტი დეპუტატი ჟან ლასალი, უკიდურესი მემარცხენეების წარმომადგენელი ჟან-ლუკ მელანშონი და „რესპუბლიკელების“ კანდიდატი ფრანსუა ფიიონი.

საარჩევნო სიებში 45 მილიონზე მეტი ამომრჩეველია დარეგისტრირებული.

ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 20:00 საათზე შეწყდება.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება. გამოკითხვების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტებად მარინ ლე პენი, ემანუელ მაკრონი და ფრანსუა ფიიონი ითვლებიან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics