18:59 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-20 15:22:45, 2228 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ეკა ბესელია პრეზიდენტის განცხადებაზე: ასეთი შეფასებები საშიში და სახიფათოა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებები შაშიში და სახიფათოა. 

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი შეფასებები საერთო-სახალხო განხილვის ფარგლებშის ქმნის პრობლემებს. 

„მგონი, ასეთი შეფასებები საშიში და სახიფათოა. ეს პროცესისთვის სახიფათოა, რადგან წინ საერთო-სახალხო განხილვაა. ასევე, წინ არის ფართო დისკუსიის გამართვა და არა - ფრაგმენტულად. საპარლამენტო მოდელის პირობებში, ყველა ცვლილება სისტემურად შეგვიძლია დავინახოთ და არა - პერსონალური განწყობებით", - აცხადებს ეკა ბესელია.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კონსტიტუციის ახალი ვერსიით, ხალხის ნათლად გამოხატული ნება, აირჩიოს ქვეყნის პრეზიდენტი, უგულებელყოფილია და არა მოქალაქეები აირჩევენ პრეზიდენტს, არამედ გარკვეული სხვა წესით 300 ე.წ. ხმოსანი. 


 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics