2017-04-18 16:52:31, 2241 ნახვა
მსოფლიო
Anadolu: სირიაში რუსეთის საავიაციო ძალების თავდასხმას 15 ადამიანი ემსხვერპლა, უმრავლესობა ბავშვია
სირიის პროვინციებში, იდლიბსა და ალეპოში რუსეთის საავიაციო ძალების მიერ განხორციელებული იერიშს სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ Anadolu იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 9 ბავშვია და 1 ქალი.
სირიის ჯანდაცვის მინისტრის ფირას ალ დუნდის განცხადებით, რუსეთის საავიაციო ძალებმა იდლიბის პროვინციაში მდებარე სოფელ მაარატ ჰარმზე იერიში მიიტანეს.
მედიიც ცნობით, რუსეთის საავიაციო ძალებმა იერიში სირიის ოპოზიციის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე მიიტანეს.
მინისტრის ინფორმაციით, კიდევ 5 მშვიდობიანი მოსახლე ალეპოში დაიღუპა. დაღუპულთა უმრავლესობა ამ შემთხვევაშიც ბავშვია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან