2017-04-18 10:50:11, 2283 ნახვა
მსოფლიო
Reuters: დონალდ ტრამპმა რეჯეპ ტაიფ ერდოღანს რეფერენდუმის შედეგები ტელეფონით მიულოცა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თურქ კოლეგას, რეჯეფ ტაიფ ერდოღანს სატელეფონო საუბრის დროს ქვეყანაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგბი მიულოცა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებმა სირიაში არსებული ვითარებაც განიხილეს და ტრამპმა ერდოღანს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
Washington Post-ის ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტში სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა მის შინაარსს არ აკონკრეტებენ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში 16 აპრილს რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის თანახმადაც მოსახლეობა მმართველობის მოდელს ირჩევდა. ამ დროისთვის თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმში მონაწილეთა ხმების 99%-ია დათვლილი. საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს 51,34 %, ხოლო წინააღმდეგია 48,66 %.
ცნობისთვის, თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, სტამბოლში ასობით ადამიანი საპროტესტო აქციას მართავს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან