2017-04-17 20:20:50, 2744 ნახვა
მსოფლიო
სირიაში ავტობუსის აფეთქებას 126 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 68 ბავშვია
სირიაში ავტობუსის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 126-მდე გაიზარდა, აქედან 68 ბავშვია, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, შემთხვევა იმ ადგილზე მოხდა, სადაც ალეპოს ალყაშემორტყმული ტერიტორიიდან ევაკუირებული მოქალაქეები მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაჰყავდათ.
აფეთქების დროს დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და ჯარისკაცებიც.
შემთხვევა რომის პაპმა ფრანცისკემაც დაგმო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან