2017-04-16 23:40:56, 2990 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის ოპოზიცია რეფერენდუმის შედეგების გასაჩივრებას გეგმავს
თურქეთის ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერენდუმის შედეგების გასაჩივრებას აპირებს,- ამის შესახებ BBC იუწყება.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, რეფერენდუმის ჩატარების დროს სხვადასხვა სახის შეცდომები დაუშვეს.
ამასთან, ოპოზიციის წარმომადგენლები რეფერენდუმის ლეგიტიმაციაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ხმების 60%-ს გაასაჩივრებენ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში დღეს რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის თანახმადაც მოსახლეობა მმართველობის მოდელს ირჩევდა. ამ დროისთვის თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმში მონაწილეთა ხმების 99%-ია დათვლილი. საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს 51,34 %, ხოლო წინააღმდეგია 48,66 %.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან