2017-04-16 23:37:09, 2325 ნახვა
მსოფლიო
ბინალი ილდირიმი: დემოკრატიის ისტორიაში თურქეთი ახალ გვერდს შლის
თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარი შედგების გამოცხადების შემდეგ, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა მმართველი პარტიის ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა.
როგორც ილდირიმმა აღნიშნა, წინასწარმა შედეგებმა აჩვენა, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭირა მხარი.
„თურქეთი ახალ გვერდს შლის მისი დემოკრატიის ისტორიაში“, - აღნიშნა ილდირიმმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში დღეს რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის თანახმადაც მოსახლეობა მმართველობის მოდელს ირჩევდა. ამ დროისთვის თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმში მონაწილეთა ხმების 99%-ია დათვლილი. საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს 51,34 %, ხოლო წინააღმდეგია 48,66 %.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან