2017-04-15 13:00:09, 2448 ნახვა
მსოფლიო
რომის პაპმა წმინდა პეტრეს ტაძარში ქრისტეს ჯვარცმისადმი მიძღვნილი ლიტურგია გადაიხადა
რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარში ქრისტეს ჯვარცმისადმი მიძღვნილი ლიტურგია გადაიხადა, - ამის შესახებ RadioVaticana იუწყება.
გარდა ამისა, ანტიკური კოლიზეუმის ნანგრევების ირგვლივ ტრადიციული ცერემონია გამართა. კერძოდ, რომის პაპი ე.წ ზვრის მსვლელობას ხელმძღვანელობდა.
ცერემონიის შემდეგ ჯვარი ბაზილიკაში შეაბრძანეს და ეკლესიის მსახურებმა ჯვარზე მთხვევის ცერემონია შეასრულეს.
ხვალისთვის ვატიკანში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით რომის პაპი საზოგადოებას მიმართავს. გარდა ამისა, მრავალი საზეიმო, ტრადიციული ღონისძიებაა დაგეგმილი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან