21:19 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 18:03:34, 2419 ნახვა

მსოფლიო
ბაშარ ასადი: ქიმიური თავდასხმა ფაბრიკაციაა

სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის განცხადებით, ინფორმაციას ქიმიური თავდასხმის შესახებ 100-პროცენტიანი ფაბრიკაციაა, - ამის შესახებ France Press იუწყება.

ასადის თქმით, სირიის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღის სრული მარაგი 2013 წელს დათმო. 

„არ გაცემულა თავდასხმის არანაირი ბრძანება. ჩვენ საკუთარი არსენალი რამდენიმე წლის წინ დავთმეთ. რომც გვქონოდა არ გამოვიყენებდით“, -აღნიშნა ასადმა.

აღსნაიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და ქიმიური იარაღის ინსპექტორებს ბაშარ ასადის განცხადებების არ სჯერათ. 

შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 89 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 33 ბავშვი.  3 დღის შემდეგ აშშ-მ სირიის საავიაციო ბაზაზე დაბომბა, საიდანაც ქიმიური თავდასხმა განხორციელდა. ავიაიერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics