02:35 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-12 17:16:51, 2423 ნახვა

მსოფლიო
დორტმუნდში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა - დაკავებულია 1 ადამიანი

გერმანიის პროკურატურამ გუშინ დორტმუნდში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა და აღნიშნულთან დაკავშირებით 1 პირი დააკავა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქების ადგილზე ნაპოვნ 2 წერილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. საგამოძიებო ორგანოში ისლამისტებთან კავშირზე საუბრობენ.

გარდა ამისა, სამართალდამცველების თქმით, გამოძიების ობიექტივში 2 ეჭვმიტანილი მოექცა, რომლებსაც "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირი ჰქონდათ.

"ორივე ეჭვმიტანილის ბინები გაჩხრიკა. აქედან ერთ-ერთი უკვე დაკავებულია", - განაცხადა ფედერალური პროკურატურის სპიკერმა ფრაკ კოილერმა.

ცნობისთვის, დორტმუნდში საფეხბურთო კლუბ „ბორუსიას“ ავტობუსთან, აფეთქების ადგილზე წერილობითი შეტყობინება აღმოაჩინეს, რომლის ავტორებიც მომხდარზე პასუხისმგებლობას იღებენ. გერმანული გამოცემის Sueddeutsche Zeitung-ის ინფორმაციით, ნაპოვნი წერილი იწყება ფრაზით: " ალაჰის სახელით".

შეგახსენებთ, რომ გუშინ დორტმუნდში საფეხბურთო კლუბ  „ბორუსიას" ავტობუსის წინ მცირე სიმძლავრის 3 ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.  კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ესპანელი ფეხბურთელი მარკ ბარტრა. გავრცელებული ინფორმაციით სამიზნე სწორედ გუნდი იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics