2017-04-11 14:12:21, 2385 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა
თურქეთის ქალაქ დიარბაკირში მომხდარი აფეტქების შედეგად ერთი მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ Daily Sabah იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად კიდევ 4 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები ადგილობრივ დაავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის სულეიმან სოილუს განცხადებით, აფეთქება ტერორისტულ აქტად არ მიიჩნევა.
მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა.
ამასთან, სამართალდამცველების თქმით, აფეთქების მიზეზი შესაძლოა გაზის ბალონი ყოფილიყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან