2017-04-09 13:55:06, 3023 ნახვა
მსოფლიო
ეგვიპტეში კოპტურ ეკლესიაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
ეგვიპტის ქალაქ ტანტაში მომხდარ აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, აფეთქება ტაძარში წირვის დროს მოხდა.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი.
აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან