21:17 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-08 13:23:45, 2616 ნახვა

მსოფლიო
ნიკი ჰეილი: ასადმა ეს იმიტომ ჩაიდინა, რომ ზურგს რუსეთი უმაგრებს

გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ნიკი ჰეილის განცხადებით, ამერიკა სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ ახალი ქმედებებისთვის მზადაა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. 

ამასთან, როგორც ჰეილიმ აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ ამის საჭიროება არ იქნება. 

„მზად ვართ, გავაკეთოთ მეტი, თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ეს საჭირო არ იქნება.  დროა, ცივილიზებულმა სახელმწიფოებმა შეაჩერონ ის საშინელება, რაც სირიაში ხდება და მოვითხოვოთ პრობლემის პოლიტიკური გადაჭრა. ასადმა ეს იმიტომ ჩაიდინა, რომ ეგონა პასუხს არავინ მოსთხოვდა. ვინაიდან იცის, რომ ზურგს რუსეთი უმაგრებს. ეს მოცემულობა გუშინ ღამე შეიცვალა“, - განაცხადა ჰეილიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც გუშინ გაიმართა და აშშ-ის მიერ სირიაზე განხორციელებულ ავიადარტყმას მიეძღვნა. 

ჰეილიმ ამ ნაბიჯს გამართლებული უწოდა, რადგან ის ქიმიურ თავდასხმას მოჰყვა. ელჩის განმარტებით, , აშშ ვერ გადგება განზე, როცა იყენებენ ქიმიურ იარაღს. 

შეგახსენებთ, რომ სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 100 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. დაღუპულტა შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები და ქალები. იმიური იარაღის გამოყენების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა სირიის ავიაბაზაზე სამხედრო იერიშის განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო. დაიბომბა სწორედ ის ბაზა, რომლიდანაც ქიმიური თავდასხმა განხორციელდა. აღნიშნულის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. მსოფლიო ლიდერებმა აშშ-ის გადაწყვეტილება პოზიტიურად შეაფასეს და მხარი დაუჭირეს. ბაშარ ასადმა კი ამერიკის ქმედებებს "სულელური და უპასუხისმგებლო" უწოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics