2017-04-07 21:08:47, 3199 ნახვა
მსოფლიო
Fox News: რუსეთის სამხედრო გემი ამერიკული სამხედრო ხომალდებისკენ მიემართება
რუსეთის სამხედრო გემი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში შევიდა და ამერიკის შეერთებული შტატების იმ 2 რაკეტმზიდისკენ მიემართება, რომლებიდანაც სირიის საავიაციო ბაზაზე იერიში განხორციელდა, - ამის შესახებ Fox News-ი იუწყება.
პენტაგონის წარმომადგენლის ინფორმაციით, ფლაგმანმა "ადმირალი გრიგოროვიჩი RFS-494“ ბოსფორის სრუტე რამდენიმე საათის წინ დატოვა.
მედია საშუალების ინფორმაციით, ფლაგმანზე რაკეტებია განთავსებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან