2017-04-07 09:51:19, 2503 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა ბაშარ ალ-ასადს „სირიელი დიქტატორი“ უწოდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს „სირიელი დიქტატორი“ უწოდა.
პრეზიდენტმა ტრამპმა განკარგულება გასცა სირიის იმ სამხედრო საჰაერო ბაზის წინააღმდეგ დარტყმაზე, საიდანაც ქიმიური იარაღით შეტევა განხორციელდა.
დონალდ ტრამპის სამხედრო იერიშებს მხარდამჭერი განცხადება მოჰყვა რესპუბლიკელი სენატორებისგან.
გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან