2017-04-06 15:06:25, 2411 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტმა უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა, უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების თაობაზე, ევროკომისიის წინადადებას მხარი დაუჭირა.
ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. მათივე ცნობით, უვიზო რეჟიმის მინიჭების მომხრე 521 დეპუტატი იყო, წინაარმდეგ ხმა 75-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო 36-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.
შემდგომი პროცედურის თანახმად, ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა უნდა დაამტკიცოს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან