2017-04-05 10:30:13, 2508 ნახვა
მსოფლიო
„ისლამური სახელმწიფო“: აშშ-ს იდიოტი მართავს
„ამერიკა იძირება და მას იდიოტი მართავს, რომელმაც არ იცის რა არის სირია და ერაყი“,-ამის შესახებ „ისლამური სახელმწიფოს“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აბი ალ-ჰასან ალ-მუჰაჯერმა განაცხადა.
განცხადება სააგენტო Reuters-მა გაავრცელა.
„ისლამური სახელმწიფოს“ ოფიციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ამერიკა ხალიფატის ნადავლი გახდება.
სააგენტო წერს, რომ ეს ამ ტერორისტული დაჯგუფების მხრიდან ტრამპთან დაკავშირებით გამოქვეყნებული პირველი განცხადებაა, მას შემდეგ, რაც ის ამერიკის პრეზიდენტი გახდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან