21:04 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-03 16:05:53, 2154 ნახვა

მსოფლიო
სომხეთში საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა გუნდმა გაიმარჯვა

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.

წინასწარი მონაცემით, პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის "რესპუბლიკურ პარტიას" მხარი ამომრჩეველთა 49% დაუჭირა. მეორე ადგილზე ოპოზიციური ბლოკი "ცარუკიანი" -27% არის.

სომხეთის საკანონმდებლო ორგანოში 4 პოლიტიკური ძალა იქნება წარმოდგენილი. აქედან ორი პროდასავლური, კიდევ ორი კი ევრაზიულ კავშირთან და რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების მომხრეა.

სომხეთში ეს პირველი არჩევნები იყო საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ, რომელიც მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადასვლას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში საპარლამენტო არჩევნები გუშინ გაიმართა. მმართველი გუნდი თავიდანვე ლიდერობდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics