14:44 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-03 14:53:04, 2102 ნახვა

მსოფლიო
ჟურნალისტის მკვლელობის შემდეგ, მექსიკური გამოცემის Norte de Ciudad Juarez რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა

ჟურნალისტის მკვლელობის და ქვეყანაში კრიმინალის გაზრდის შემდეგ, მექსიკური გამოცემის რედაქციამ Norte de Ciudad Juarez მუშაობა შეწყვიტა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, გაზეთმა ბოლო ნომერი კვირას გამოსცა. ახლა გაზეთი მხოლოდ ინტერნეტ ვერსიით გამოიცემა.

გაზეთის ჟურნალისტი მიროსლავა ბრიჩი ქალაქ ჩიხუახუაში მარტში მოკლეს. მიროსლავა ბრიჩის გარდა, ბოლო სამ დღეში კიდევ 2 ჟურნალისტი მოკლეს.

მოკლული ჟურნალისტი ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებებსა და მაღალჩინოსნებს შორის არსებულ კავშირზე მასალას წერდა. მიროსლავა ბრიჩი სახლთან ახლოს, მის კუთვნილ მანქანაში დაცხრილეს. მას 8 ჯერ ესროლეს. ამ დროს მანქანაში მისი შვილიც იმყოფებოდა, თუმცა ბავშვი არ დაშავებულა. ჟურნალისტის მკვლელმა ინციდენტის ადგილას წერილი დატოვა : "იმისთვის, რომ ხმამაღლა ლაპარაკობდა".

გამოცემის რედაქტორმა ოსკარ კანტმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვერავინ უზრუნველყოფს ჟურნალისტების სიცოცხლის უსაფრთხოებას.

"ცხოვრებაში ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ასევე აქვს ფასი, მაგრამ თუ ეს ფასი ჩემი თანამშრომლების სიცოცხლეს წარმოადგენს არ ვარ მზად ის გადავიხადო", - აღნიშნა რედაქტორმა.

ცნობისთვის, 1992 წლიდან მექსიკაში 35 ჟურნალისტი მოკლეს, მათი უმრავლესობა წამებით მოკლეს. კიდევ 50 ჟურნალისტი გაურკვეველი მიზეზით მოკლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics