2017-04-03 11:11:25, 2436 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდი ლიდერობს
სომხეთის მმართველი „რესპუბლიკური პარტია“ საპარლამენტო არჩევნებში იმარჯვებს, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
მმართველმა გუნდმა, არჩევნებში მონაწილეთა ხმების 49,06 % მიიღო.
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 60,86 %-მა ანუ მილიონ 574 947 ამომრჩეველმა მიიღო.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო უბნებიდან პირველადი მონაცემები ღამის 12 საათის შემდეგ მიეწოდა, დღის ბოლოსთვის კი 2009-ვე უბნის მონაცემები იქნება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სომხეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან