14:43 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-01 17:06:57, 2450 ნახვა

მსოფლიო
Der Spigel: 260-ზე მეტი თურქი დიპლომატი და სამხედრო, გერმანიას თავშესაფარს სთხოვს

თურქ დიპლომატთა და სამხედროთა რაოდენობა, რომლებმაც გერმანიის მთავრობას თავშესაფარი სთხოვეს 260-ზე მეტია, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Der Spigel იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, თურქი დიპლომატების და სამხედროების აღნიშნული მოთხოვნა ოფიცლიალური ბერლინის მიერ ჯერჯერობით არ დაკმაყოფილებულა. 

ამასთან, გამოცემის ცნობით, მიმდინარე წლის 28 თებერვლის მონაცემებით თავშესაფარს 136 დიპლომატი და სამხედრო ითხოვდა. 

როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, რომელიც გასული წლის ივლისში მოხდა, თურქეთში ფეთჰულა გიულენის მომხრეებს დევნიან. 

შეგახსნებთ, ოფიციალური ანკარა, ივლისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობაში, პენსილვანიაში მცხოვრებ ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს. გადატრიალების მცდელობის დროს 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა. მას შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ყველა სასწავლო დაწესებულება, მედია საშუალება ფეთჰულა გიულენთან კავშირის გამო დახურა. ამასთან, სამთავრობო ძალებმა ათასობით ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს და დააპატიმრეს, გიულენთან კავშირის ბრალდებით. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics