2017-04-01 12:49:33, 2677 ნახვა
მსოფლიო
„ბოკო ჰარამმა“ ნიგერიაში ერთ-ერთ სოფელზე თავდასხმისას 22 არასრულწლოვანი გოგონა გაიტაცა
ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ ნიგერიაში, ერთ-ერთ სოფელს თავს დაესხა და 22 გოგონა გაიტაცა, - ამის შესახებ The Guardian იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, პირველი თავდასხმა 30 მარტს მოხდა, რა დროსაც 18 არასრულწლოვანი გოგონა გაიტაცეს. მორიგი თავდასხმის შედეგად კიდევ 4 გოგო გაიტაცეს.
ადგილობრივების თქმით, გატაცებული გოგონები 14-დან 17 წლამდე ასაკის არიან. მათივე ინფორმაციით, დაჯგუფების წევრებმა სხვა მოსახლეობას ზიანი არ მიაყენეს.
ცნობისთვის, „ბოკო ჰარამი“ შეიარაღებულ თავდასხმებს 2009 წლიდან ახორციელებს. 2015 წლის მარტში დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოს” შეუერთდა.აღნიშნული დაჯგუფება ძირითადად, ნიგერიის ტერიტორიაზე მოქმედებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან