2017-04-01 10:17:41, 2226 ნახვა
მსოფლიო
პარაგვაიში კონგრესის შენობას ცეცხლი წაუკიდეს - დაშავდა რამდენიმე ადამიანი
პარაგვაიში კონგრესის შენობას ცეცხლი წაუკიდეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, დემონსტრანტებმა პრეზიდენტისთვის ხელმეორედ არჩევის უფლების მინიჭება გააპროტესტეს.
ქვეყნის 1992 წლის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტობა მხოლოდ ერთი ვადით, 5 წლის განმავლობაშია შესაძლებელი. კონსტიტუციიდან ამ მუხლის ამოღებას მოქმედი პრეზიდენტი ჰორაციო კარტესი ცდილობს.
პოლიციამ აქციის დასაშლელად რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა.
როგორც მედია წერს, ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელები, დემონსტრანტები და პოლიტიკოსები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან