2017-03-31 16:03:15, 2568 ნახვა
მსოფლიო
უკრაინაში უშიშროების სამსახურის ოფიცერი მოკლეს
უკრაინაში უშიშროების სამსახურის ოფიცერი ალექსანდრ ხარაბერიუში მოკლეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ხარაბერიუშის კუთვნილი ავტომობილი ქალაქ მარიუპოლში ააფეთქეს.
დონეცკის პროკურატურამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა და დამნაშავის დასჯის პირობა დადო. ოფიციალური კიევი თავდასხმის ორგანიზებაში დონეცკელ სეპარატისტებს ადანაშაულებს.
როგორც BBC წერს, აფეთქება ადგილობრივი დროით 08:30 საათზე მოხდა.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე საგამოძიებო ჯგუფები მუშაობენ და ოლქში უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან