14:39 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-27 08:22:18, 2318 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვში ანტიკორუფციულ აქციაზე ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი და 700-მდე ადამიანია დაკავებული

რუსეთში არასანქცირებულ ანტიკორუფციულ აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 700-მდე გაიზარდა,-ამის შესახებ ინფორმაციას BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, მოსკოვში მიტინგი ტვერსკის ქუჩაზე გაიმართა.

არსებული ინფორმაციით, აქციაში 800 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. საპროტესტო აქციის დროს ერთ-ერთი პოლიციელი დაშავდა. ხელისუფლების განცხადებით, მან ტრავმა მიიღო და მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველის დაკავების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

როგორც BBC წერს, დაკავებულთა შორისა რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნია.

კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელმა რუსებს ანტიკორუფციულ აქციებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა. აქციების დიდ ნაწილის გამართვის თაობაზე ხელისუფლების მხრიდან თანხმობა არ იყო გაცემული, თუმცა, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწოდებას ათასობით ადამიანი გამოეხმაურა არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ სხვა ქალაქებშიც.

აქტივისტების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ხელკეტებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება დაიწყეს.აქციის მონაწილეების დაკავება დედაქალაქის გარდა სხვა ქალაებში მოხდა. მაგალითად, ვლადივასტოკში პოლიციამ რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავა. პირველი დაპატიმრება მოსკოვის დროით 14:00 საათზე მოხდა. პოლიციამ და სპეცრაზმა აქციის ის მონაწილეები დააკავა, რომელთაც პუშკინის მოედანზე ხელში პლაკატები ეჭირათ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics