2017-03-26 18:56:29, 2753 ნახვა
მსოფლიო
პოლიციის თანამშრომლებმა რუსეთში ათობით მომიტინგე დააკავეს
პოლიციის თანამშრომლებმა რუსეთში ათობით მომიტინგე დააკავეს. მათ შორის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი.
არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
"მოხარული ვარ, რომ ამდენი ხალხი გამოვიდა (ქუჩაში)",-განუცხადა ნავალნიმ დაკავებამდე ჟურნალისტებს.
ათასობით ადამიანი კორუფციის საწინააღმდეგოდ ქუჩაში გამოვიდა რუსეთის სხვა ქალაქებშიც. მათ პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის გადადგომაც მოითხოვეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან