11:21 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-23 16:42:11, 2297 ნახვა

მსოფლიო
ლონდონის ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ტერორისტულმა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ გუშინ ლონდონის ცენტრში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პასუხისმგებლობა აიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას დაჯგუფებასთან დაახლოებული სააგენტო AMAQ ავრცელებს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ტერაქტის ორგანიზატორი და უშუალო მონაწილე ლიკვიდირებულია.

მათივე ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მარტო მუშაობდა.

ამასთან, როგორც BBC იტყობინება, ლონდონსა და ბირნინგემში სამართალდამცველებმა რეიდი ჩაატარეს, რის შედეგადაც 7  ეჭვმიტანილი დააკავეს.

რეიდები გრძელდება და ქალაქში სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

გუშინ ლონდონში თავდამსხმელი ავტომობილით ქვეითებს დაეჯახა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი პოლიციელი. ამის შემდეგ მამაკაცმა ცივი იარაღით ერთ-ერთ პოლიციელს, რომელიც პარლამენტის შენობას იცავდა, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და პარლამენტისკენ გაიქცა, რა დროსაც სამართალდამცველებმა მისი ლიკვიდაცია მოახდინეს.

თავდასხმის შედეგად სულ 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 მოქალაქე, 1 პოლიციელი და თვითონ თავდამსხმელი, 40-მდე ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. სკოტლანდ-იარდმა ინციდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელის ვინაობა უკვე ცნობილია, თუმცა სამარტალდამცველები მას არ ასახელებენ. ამ დროისთვის ბრიტანეთის ხელისუფლება იძიებს, იყო თუ არა მამაკაცი "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში. თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელი აზიური გარეგნობის, დაახლოებით 40 წლის მამაკაცი იყო და შავი სამოსი ეცვა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი თავდასხმის დროს პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა, თუმცა ის მალევე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ გამოცემა The Independent ცოტა ხნის წინ ავრცელებდა ინფორმაციას, რომ მამაკაცი აბუ იზზადინია, თუმცა შემდეგში ეს ინფორმაცია არ დადასტურდა, რადგან აღნიშნული სახელით მოქალაქე ციხეში სასჯელს იხდის. ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტერაქტის დროს დაშავებულთა და გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics