2017-03-23 12:21:51, 2411 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანული ხელისუფლება იძიებს იყო თუ არა თავდამსხმელი ISIS-თან კავშირში
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ამოწმებს ინფორმაციას, იყო თუ არა თავდამსხმელი ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ამასთან, მედია საშუალების ინფორმაციით, ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურები თავდამსხმელის ვინაობა უკვე იციან, თუმცა ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებენ.
გამოცემა Daily Mail ტელეარხ Channel 4 დაყრდნობით იუწყება, რომ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირის ზუსტი ვინაობა უცნობია.
ცნობისთვის, მედიაში ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუშინ ლონდონში მომხდარ თავდასხმაში აბუ იზზადინია ეჭვმიტანილი, არ დადასტურდა.
შეგახსენებთ, გუშინ ლონდონში, შეიარაღებულმა მამაკაცმა ცივი იარაღით პოლიციელი დაჭრა, შემდეგ კი პარლამენტის შენობისკენ გაიქცა, თუმცა ამ დროს სამართალდამცველებმა მას ცეცხლი გაუხსნეს. თავდამსხმელი ადგილზე გარდაიცვალა. ამასთან, თავდამსხმელი ვესტმინსტერის ხიდთან ავტომობილით ქვეითებს გამიზნულად დაეჯახა. სულ ინციდენტის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის თავდამსხმელი, 40-მდე კი დაშავდა. სკოტლანდ-იარდმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან