09:12 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-23 12:36:12, 2405 ნახვა

მსოფლიო
ინფორმაცია, თითქოს ლონდონში მომხდარი თავდასხმის უკან აბუ იზზადინი იდგა, არ დადასტურდა

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუშინ ლონდონში მომხდარ თავდასხმაში აბუ იზზადინია ეჭვმიტანილი, არ დადასტურდა, - ამის შესახებ Daily mail იუწყება. 

ბრიტანული ტელეარხის, „Chanel 4-ის“ მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელიც ავტომობილით დაეჯახა ფეხით მოსიარულეებს ვესტმინსტერის ხიდთან და რომელიც შემდეგ პოლიციამ გაანეიტრალა, აბუ იზზადინი იყო. თუმცა, მოგვიანებით ზოგიერთ მედიასაშუალებაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ პირი აღნიშნული სახელითა და გვარით ციხეში ზის, შესაბამისად, მას არ შეეძლო ტერაქტის განხორციელება. 

გარდა ამისა, Chanel 4-ის ინფორმაციით, მათ რედაქციას შეცდომით დასახელებული ეჭვმიტანილის ძმა დაუკავშირდა და დაადასტურა, რომ მისი ძმა ციხეში სასჯელს იხდის. 

შეგახსენებთ, გუშინ ლონდონში, შეიარაღებულმა მამაკაცმა ცივი იარაღით პოლიციელი დაჭრა, შემდეგ კი პარლამენტის შენობისკენ გაიქცა, თუმცა ამ დროს სამართალდამცველებმა მას ცეცხლი გაუხსნეს. თავდამსხმელი ადგილზე გარდაიცვალა.

ცოტა ხნის შემდეგ, ვესტმინსტერის ხიდთან ავტომობილი ქვეითებს გამიზნულად დაეჯახა. სულ ინციდენტის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის თავდამსხმელი, 20-მდე კი დაშავდა. 

სკოტლანდ-იარდმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

პარლამენტის შენობა ამ დროისთვის ბლოკირებულია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ის უკვე ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics