09:14 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-23 09:26:02, 2226 ნახვა

მსოფლიო
ტერეზა მეი: თავდამსხმელებმა ადგილი ლონდონში შემთხვევით არ შეარჩიეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერის ტერეზა მეის განცხადებით, ტერორისტული ინციდენტისათვის, თავდამსხმელებმა ადგილი ლონდონში შემთხვევით არ შეარჩიეს, რადგან ეს დედაქალაქის გულია, - ამის შესახებ BBC იუწყება.

„თავდამსხმელებმა ადგილი ლონდონში შემთხვევით არ შეარჩიეს. სწორედ აქ - ჩვენი დედაქალაქის გულში იკრიბებიან განსხვავებული აღმსარებლობისა და კულტურის წარმომადგენელი ადამიანები, რათა ადიდონ ჩვენი საერთო ღირებულებები დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების მიმართულებით ჩვენს უძველეს პარლამენტთან“, - განაცხადა მეიმ.  

პრემიერმა მოუწოდა მოსახლეობას, არ აყვნენ სიძულვილის ენას და განაგრძონ ცხოვრება, ტერორისტების შიშის გარეშე. 

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანა ტერორისტული საფრთხის მაღალ დონეს არ გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, გუშინ ლონდონში, შეიარაღებულმა მამაკაცმა ცივი იარაღით პოლიციელი დაჭრა, შემდეგ კი პარლამენტის შენობისკენ გაიქცა, თუმცა ამ დროს სამართალდამცველებმა მას ცეცხლი გაუხსნეს. თავდამსხმელი ადგილზე გარდაიცვალა.

ცოტა ხნის შემდეგ, ვესტმინსტერის ხიდთან ავტომობილი ქვეითებს გამიზნულად დაეჯახა. სულ ინციდენტის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის თავდამსხმელი, 20-მდე კი დაშავდა. 

სკოტლანდ-იარდმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

პარლამენტის შენობა ამ დროისთვის ბლოკირებულია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ის უკვე ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics