2017-03-22 19:12:42, 2422 ნახვა
მსოფლიო
სროლა ბრიტანეთის პარლამენტთან - დაჭრილია სულ მცირე 10 ადამიანი
დიდი ბრიტანეთის სამართალდამცველებმა, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დანით შეიარაღებულ მამაკაცს ცეცხლი გაუხსნეს, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანია დაჭრილი. ამ დროისთვის ადგილზე უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული.
მომხდარის გამო შენობა დაიხურა, პარლამენტის წევრებს შენობაში დარჩენა მოსთხოვეს, შენობამ კი მუშაობა შეაჩერა. ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მედიკოსები 2 ადამიანის გადარჩენას ცდილობენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან