23:43 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-20 16:29:54, 2142 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, პარტნიორებთან მუდმივად ვსაუბრობთ

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობაიძე ბიუროს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და მას შემაშფოთებელი უწოდა.

კობახიძის თქმით, იყენებენ ყველა შესაძლებლობას იმისათვის, რომ უცხოელი პარტნიორები საქმის კურსში ჩააყენონ.

მან ასევე ფრაქცია  „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგი წერეთელის ინიციატივასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ გაიმართება კონსულტაციები  აღნიშნულ საკითხზე შესაძლო დოკუმენტის, რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით:

„შემაშფოთებელია ის,  რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ არ ვუშვებთ ხელიდან შესაძლებლობას, რომ საქმის კურსში ჩავაყენოთ ჩვენი უცხოელი პარტნიორები, მეგობრები იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც წარიმართება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ და შეგვიძლია  გავმართოთ  კონსულტაციები შესაძლო დოკუმენტის მიღებასთან დაკავშირებით“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით,  ორშაბათს 12:00 საათზე დაიწყება  პლენარული სხდომა, მანადმე კი, 11:30 საათზე ბიუროს სხდომა გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics