2017-03-20 13:38:11, 2482 ნახვა
მსოფლიო
Gallup: აშშ-ში ტრამპის რეიტინგი ინაუგურაციის შემდეგ მნიშვნელოვნად დაეცა - პუტინის კი, გაიზარდა
სოციოლოგიური კვლევის სამსახურის Gallup-ის მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რეიტინგი მისი ინაუგურაციის შემდეგ მნიშვნელოვნად დაეცა.
კვლევის თანახმად, დონალდ ტრამპის ქმედებებს გამოკითხულთა მხოლოდ 37% უჭერს მხარს, 58%-ს კი საწინააღმდეგო პოზიცია გააჩნია.
ამასთან, როგორც გამოკითხვიდან ირკვევა, ტრამპს ყველაზე მაღალი მხარდაჭერა 25-26 იანვარს ჰქონდა, როდესაც ნიშნულმა 46 პროცენტს მიაღწია.
ცნობისთვის, კვლევაში 1 500 ამერიკელი იღებდა მონაწილეობას. ამავე კვლევიდან ირკვევა, რომ თებერვლის მიწურულისთვის გამოკითხულთა შორის რუსეთის პრეზიდენტის მიმართ დამოკიდებულება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და 22% შეადგინა, მაშინ როდესაც 2015 წელს, ის მხოლოდ 13% იყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან