2017-03-19 14:35:12, 2752 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს „კერკეტი კაკალი“ უწოდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს „კერკეტი კაკალი“ უწოდა.
Fox News-თან ინტერვიუს დროს, ჟურნალისტმა ტრამპს სთხოვა რუსეთის პრეზიდენტი ორი სიტყვით დაეხასიათებინა.
„მას არ ვიცნობ, თუმცა ის ნამდვილად „კერკეტი კაკალია“. არ ვიცი რას აკეთებს ის რუსეთისთვის, მაგრამ, ალბათ, მალე ყველა გავიგებთ ,- განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა თავის ძველ კონკურენტს ჰილარი კლინტონს კი „იმედგაცრუებული“ უწოდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან