2017-03-16 16:51:06, 2593 ნახვა
მსოფლიო
პარიზში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფისში ამანათი აფეთქდა
პარიზში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფისში ამანათი აფეთქდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ოფისის თანამშრომელმა ქალმა ამანათი გახსნა, რა დროსაც აფეთქება მოხდა. მას დაზიანებები სახესა და ხელებზე აღენიშნება.
როგორც BBC წერს, ოფისის 150-მდე თანამშრომლის ევაკუაცია განხორციელდა.
შენობაში ამ დრომდე სამართალდამცველები მუშაობენ.
ქვეყნის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ინციდენტს უკვე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ტერაქტია.
"ჩვენ ტერორისტულ აქტთან გვაქვს საქმე. სხვა სიტყვა არ არსებობს იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, როდესაც კონვერტში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო", - დასძინა ოლანდმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან