01:26 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-03 16:26:12, 300 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: წინა წლებთან შედარებით, 2 წლის განმავლობაში ჩვენს მიერ გაკეთებული საქმეები შთამბეჭდავია

"წინა წლებთან შედარებით,  2 წლის განმავლობაში ჩვენს მიერ  გაკეთებული საქმეები შთამბეჭდავია, მაგრამ ეს არაა საკამრისი",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი სამთავრობო პროექტის „ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის“  პრეზენტაციისას განაცხადა.

მთავრობის მეთაური, ეკონომიკური გუნდის წევრებთან ერთად, ბიზნესმენებს შეხვდა და  ქვემო ქართლის ეკონომიკურ პოტენციალზე ისაუბრა.

"დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ეძღვნება ჩვენს საერთო მიზანს.ჩვენი ქვეყნის რეგიონების გაძლიერებას. ამ რეგიონში ძალიან სერიოზული ინვესტორები არიან შემოსულები, არა მხოლოდ ჩვენი ძვირფასი ქაერთველი ინვესტორები, არამედ აზერბაიჯანელები,  რუსი, ინდოელი ინვესტორები. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ინვესტორებს მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, რათა ბიზნესი იყოს მაქსიმალურად დაცული როგორც ცენტარლურ,  ისე ადგილობრივ დონეზა. აქ არიან ინვესტორები საფრანგეთიდანაც, რომლებიც საპარტიორო ფონდთან და ასევე თანაინვესტირების ფონდთან ერთად ამ რეგიონში ინვესტიციას აკეთებენ. ჩვენი მთავრობის მხრიდან რეგიონების განვითარებას დიდ ყურადღება ეთმობა.
მანამდე,  წინა მთავრობის დროს,  არ ყოფილა ასეთი ყურადღება. ბოლო 8-10 წლის განმავლობაში თუ ჩვენ შევადარებთ ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეებს,  რაც ამ 2 წლის განმავლობაში განვახორციელეთ რეგიონებში, არის შთამბეჭდავი.მაგრამ ეს არ არის საკმარისი. უამრავი რესურსია რეგიონში რასაც ვერ ვიყენებთ და ამ რესურსების ათვისებას  ერთობლივი ძალისხმევა სჭირდება.  თქვენს გარეშე,  ბიზნესმენებო,  ამ პრობლემებს ვერ მოვაგვარებთ.  საჭიროა ძალების გაერთიანება, რომ რეგიონები ფეხზე დავაყენოთ, გავაძლიეროთ",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics