2015-04-03 15:59:46, 286 ნახვა
საზოგადოება
ტყაიაში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ტყაიაში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის გამგეობიდან აცნობეს, პროექტი საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდიდან ხორციელდება და ადგილზე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის გამგეობა ახორციელებს.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამ კილომეტრიან გზაზე სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ღირებულება 483 650 ლარს შეადგენს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან