2017-03-10 14:18:38, 2741 ნახვა
მსოფლიო
სტამბოლში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა
სტამბოლში ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu იუწყება.
მედია საშუალების ცნობით, ვერტმფრენში სულ 7 ადამიანი იმყოფებოდა.
არსებული იფნრომაციით, ბორტზე რუსეთის 4 მოქალაქე იყო.
როგორც Anadolu წერს, ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით 11:21-ზე მოხდა. ინციდენტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან