14:25 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-09 14:15:13, 2029 ნახვა

კომენტარი
„პრეზიდენტისადმი აქამდე არსებულ მუქარებს დაემატა აკრძალვა - საკონსტიტუციო საკითხებზე საკუთარ ხალხს ესაუბროს“

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, "პრეზიდენტისადმი აქამდე არსებულ მუქარებს დაემატა მუქარა - აკრძალვა, საკონსტიტუციო საკითხებზე საკუთარ ხალხს ესაუბროს".

მისივე თქმით, „ეს ყველაფერი რეალურ კომენტარს არ საჭიროებს“. 

„ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის 12 დეკემბერს საზოგადოება ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ ვუზრუნველვყოფდით ძალიან ფართო დისკუსიებს საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ამ საკითხს, პრეზიდენტისადმი აქამდე არსებული მუქარებს დაემატა მუქარა - აკრძალვა, საკონსტიტუციო საკითხებზე ესაუბროს პრეზიდენტი საკუთარ ხალხს, რომლის გარანტიც თავად პრეზიდენტია. ეს საკითხი, უბრალოდ, არცერთ რეალურად კომენტარს არ საჭიროებს“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს უპატივცემულობასა და საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ხელოვნური დაბრკოლებების შექმნაში დაადანაშაულა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics